ბერლინის წარმომადგენელთა პალატის ფონდი აცხადებს განაცხადების მიღებას 2026/2027 აკადემიური წლისათვის სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სტიპენდია განკუთვნილია დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის, ისევე როგორც, ახალგაზრდა მკვლევართათვის.
2026/2027 აკადემიური წლისათვის გაიცემა 15 სტიპენდია, რომელთა ოდენობაც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის შეადგენს ყოველთვიურად 1,100 ევროს, ხოლო პოსტდოქტორანტებისათვის – 1,630 ევროს.
პროგრამის ხანგძლივობა: 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2027 წლის 31 ივლისამდე
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 15 დეკემბერი
დეტალური ინფორმაციის მისაღებად როგორც პროგრამის შესახებ, ასევე სტიპენდიის გაცემის პირობებთან დაკავშირებით, ეწვიეთ შესაბამის ვებ-გვერდს.
აგრეთვე, იხილეთ დანართი 1, დანართი 2.